_ მოფრინდებიან ძილის ანგლოზები, ჯერ შენს ლამაზ თვალებზე დაბრძანდებიან და ძილს მოჰგვრიან.. შემდეგ შენს პატარა ცხვირზე ჩამოსხდებიან და ცხვირიც ჩაიძინებს.. მერე ტუჩებზე გადაფრინდებიან და ნელ ნელა მათაც გაგზავნის ძილის სამფლობელოში...
_ მერე, მერე სად დამასხდებიან დეე?
_ მერე თათუნებს მოიკითხავენ და ჩუმჩუმად მათაც მოუტანენ ძილს.. შენს მოუსვენარ ფეხებსაც მიაძინებენ ძილის ანგელოზები..
_მერე?
_მერე კი გაგამგზავრებს სიზმრების ჯადოსნურ სამფლობელოში..
_ ისა რა ქვია.. და ძილის ანგელოზები როგორები არიან?
_ როგორები და.. თეთრები, დიდ ბუმბულის ფრთები აქვთ.. ამ ფრთებით გეფერებიან და სწორედ ისინი _ საოცრად ჰაეროვანი და ფუმფულები გგვრიან ძილს.. აი ისეთები არიან შენს ბალიშში რომ ბუმბულებია..
_ დეე რომ დავიძინებ ხო წავალ ჯადოსნურ ქვყანაში?
_ კი წახვალ თეკლუნია, ეხლა დაიძინე თორემ სადაც არის მოვა ძილის ანგელოზი...
_ აუ, მომიყევი რაა შენი პატარაობა... როგორ მიფრინავდით ხოლმე ჯადოსნურ ქვეყანაში...
ქალს ეღიმება:
_ კარგი, მაშინ კარგად დამიგდე ყური, ეს ამბავი ყველა დედამიწელ ბავშვს ეძღვნება. განსააკუთრებით მათ ვისაც ძალიან უყვართ ოცნება და სასწაულების ჯერათ, მათ ვისაც სწამს რომ აუცილებლად დადგება ოდესმე დრო, როდესაც მოფრინდება მფრინავი, ფოჩიანი წითელი ხალიჩა და ჯადოსნურ ქვეყანაში გააქროლებთ, მათ ვისაც ოცნებები არასოდეს ავიწყდებათ, მაშინაც კი როცა ძალიან დიდები არიან..
_ გისმენ, დე...
* * *
იყო და არა იყო რა.. ასე იწყება ყველა ზღაპარი, თუმცა მე ასე არ დავიწყებ რადგან, ნამდვილად არსებობდა პატარა მყუდრო ქალაქი, სადაც ორი უმშვენიერესი გოგონა, დები: ინგი და ანგა ცხოვრობდნენ. გოგონები ნამდვილი მეოცნებეები იყვნენ, სულ პრნინცესობანას თამაშობდნენ და ოცნებობდნენ დიდ ოქროსფერ სასახლეში ეცხოვრათ, ბევრი ფრიალა კაბა ჰქონოდათ და უამრავი მსახური ჰყოლოდათ.
მაშ ასე, დავიწყებ მათზე ამბის მოყოლას, ოღონდ ტყუილი არ გეგონოთ, ეს ამბავი ნამდვილად მოხდა და შესაძლოა ყოველ თქვენგანს თავს გადახდეს, თუ რა თქმა უნდა ოცნებებს ფართოდ გაუღებთ კარს და იმ ტკბილ, ჰაეროვან ბურანში გადაეშვებით ბავშვობა რომ ქვია.
- ანგააააააააააა, ანგაააააააა, მოდი დროზე, მოდი ნახე რა ვიპოვე _ყვიროდა ლოყაწითელი, თმებ გაწეწილი პუტკუნა გოგონა და თან ძველის ძველ, ტყავ აქერცლილ ჩემოდანს მოათრევდა
გოგონა რომელსაც ანგა ერქვა და ძახილზე გამოიქცა \"ბარბებით\" ხელში, კიკინებიანი, საოცრად წითელ ლოყება, ჭორფლიანი და ცხვირ აპრეხილი ბავშვი იყო.
_ რა ინგი, რა იპოვე, მანახე, მანახე რააა, გახსენი დროზე...
_ წამო იქით, \"საკუჭნაოში\", არავინ არ დაგვინახოს,..
_ წამო, წამო, ოღონდ მე გავხსნი პირველი რააა.
_ ო, არა მე ვიპოვე და მე გავხსნი _ ჯიუტად იმეორებდა თმებ გაწეწილი, უზარმაზარ ცისფერ თვალებიანი არსება, რომელიც ანგას უფროსი დაიკო იყო და ინგი ერქვა.
* * *
სანამ გოგონები ძველ ჩემოდანს გახსნიან, იქამდე ჯადოსნური ქვეყნის შესახებ მოგითხრობთ, რომ მიხვდეთ რა ჯადოსნური მოგზაურობა ელით ჩვენს გმირებს. Aამიტომ, სულ ცოტა ხნით ზემოთ გადავინაცვლოთ, აი იქ ზესკნელი რომ ჰქვია და თავის ცისფერ, ძალიან ფრიალა, მბრწყინავ კაბას რომ გვაფარებს, ჩვენ კიდევ ზეცას, რომ ვეძახით და ცა გვგონია. A
არა და უფროსების შერქმეული ყოფილა ეს სახელი, არა და როგორ ცდებიან? (ისე უფროსებს თავი ყველაზე ჭკვიანები გონიათ, და ამიტომ, ისეთი სერიოზულები არიან თითქოს ბავშვები არასოდეს არ ყოფილან) ეს უფროსების მიერ მოგონილი “ზეცა”, სინამდვილეში ფერიათა შორის ყველაზე მთავარი ფერიის ანიტას სადღესასწაულო კაბაა, რომელსაც სხვა ფერიები ყოველDდღე რთავენ, ულამაზესი და უბრწყინვალესი მოსართველებით. უფროსების მიერ შერქმეული “ვარსკვლავებიც” ანიტას კაბის სამკაულებია, ხოლო “მზე” ის ცეცხლოვანი ბურთია რომლის კაბაზე მიმაგრებაც ყველაზე დიდი პატივი ყოფილა და ყველაზე ღირსეული ფერია აკერებს ცისარტყელას სხივის ძაფით მზეს ანიტას კაბას.
Aანიტა ჯადოსნური ქვეყნის მთავარი ფერიაცაა, ხო, მართლა სულ დამავიწყდა, ჯადოსნური ქვეყანა, ანიტას კაბის, ანუ უფროსების “ზეცის” ზემოთ არსებობს და იქ უამრავი რამ ხდება ისეთი რაც ყველა ბავშვის სანატრელი და საოცნებოა.
ჯადოსნური ქვეყანა, ჩვეულებრივ დედამიწელ ქვეყნებს იმით გავს, რომ იქაც უამრავი ქალაქია, უამრავი ხე და უამრავი მდინარე მიედინება, უამრავი შენობა დგას და უამრავი არსება ცხოვრობს. Gგანსხვავება ის არის, რომ იქ ყველა ქალაქის სახელწოდება იქიდან გამომდინარეობს, თუ რისგანაა შექმნილი ქალაქები: მაგალითად, “სუპის ქალაქი” _ აქ ყველაფერი სუპისაა, ქალაქში უამრავი შადრევანია: თეთრი სუპის, წითელი სუპის, ბორშის, ერთი დიდი მდინარეც აქვთ, რომელსაც “სუპიონი” ქვია და უამრავი შასრთავები აქვს, სახლებიც სუპებისაა და ხეებიც, ოღონდ რა თქმა უნდა მასალად სუპის მყარი “კუბიკებია” გამოყენებული, საკმარისია რომელიმე ხეს ან Fფოთოლი მოწყვიტო, ან ქერქი ააძრო, შემდეგ ცხელი წყალი დაასხა, სულ ცოტა ხნით გააჩერო და ხელთ უგემრიელესი სუპი შეგრჩება, ისეთი მადის აღმძვრელი რომ, უფ, ნერწყვი მომადგააა.. ბავშვებს აქ მოსვლა მაინც და მაინც არ უყვართ, სხვა უფრო ტკბილი ქალაქები ურჩევნიათ, მაგრამ ეს ქალაქი ძალიან სასარგებლოა და უმარავ ვიტამინს შეიცავს, ამიტომ მშობლები შვილებს აქ ხშირად ასეირნებენ. B
ბავშვების ყველაზე საყვარელი ქალაქი ნაყინის ქალაქია, სადაც ყველაფერი ნაყინისაა შენობებიც, ქუჩებიც, მდინარეებიც, წვიმაც კი. Uუამრავ ნაყინს გაუგებ გემოს აქ: შოკოლადის, ხილის, კარამელის, თხილით, უთხილოდ, წითელს, მწვანეს. ერთხელ, როდესაც ამ ქალაქში მოვხვდი ერთი კატა ამეკიდა კნავილით, თეთრი იყო, შავი ლაქებით. ხელი რომ გადავუსვი მოსაფერებლად, მერე დავიხედე ხელზე და რას ვხედავ, უგემრიელესი შოკოლადის ნაყინიანი მქონდა ხელის გული, თურმე კატაც კი ნაყინისა ყოფილა. თუმცა ბავშვების აქ ყოფნა დიდხანს არ შეიძლება, თორემ ბოროტი კაცი შეხვდებათ, რომელიც დღედაღამ შოკოლადის ქალაქში დაიარება და ქალაქში დიდხანს მყოფ ბავშვებს ეძებს, ამ კაცს “ანგინა” ქვია და ვინც ძალიან ბევრ ნაყინს ჭამს ყელს ატკიებს. A
აქვე ჩაის, კაკაოს რძის ქალაქია, უგემრიელესი შოკოლადის და ტორტის, ნამცხვრების ქალაქი. მოკლედ ჯადოსნური ქვეყანა ყველა ბაშვის ოცნებების ახდენაა.
ჯადოსნურ ქვეყანაში სხვა ფერიებთან და ფერიების მსგავს არსებებთან ერთად ბავშვებიც ცხოვრობენ და კიდევ ის უფროსები, რომლებიც ბავშვობას არ ივიწყებენ. მათ, თითქმის ყველას, ზურგზე ორი პატარა გამჭვირვალე ფრთა აქვთ, რომლებითაც ისე სხარტად დაფრინავენ თვალს ვერ მიაწვდენ. Yამ არსებებს შორის მთავარი ფერიაა, სწორედ ანიტა, რომელიც განაგებს ჯადოსნური ქვეყნასაც.
უზარმაზარ ოქროს სასახლეში ცხოვრობს, ანიტას სასახლეს ჯადოსნური ქყვეყნის ყველა ქალაქისგან აქვს თითო აგური აღებული და ოქროთი მოჩუქურთმებული, ულამაზესი უტკბილესი და უსურნელოვანესია ჯადოსნური ქვეყნის სასახლე.
როგორ ხასიათზე და განწყობაზეა ანიტა, იმის მიხედვით იცვლის კაბებს, თუ უხარია თეთრ კაშკაშა კაბას იცმევს ოქროს მბრწყინავი ბურთით დაქარგულს, თუ დარდობს ნაცრისფერით იმოსება, თუ ტირის მისი ცრემლებით მთელი კაბა უსველდება და დედამიწაზეც აღწევს წვიმის სახით, მოკლედ წვიმა სხვა არაფერი ყოფილა გარდა ანიტას ცრემლებისა, წელიწადში ერთხელ ანიტა თავის ბალიშებს და საბნებს ანიავებს, სწორედ ამ დროს ნაყინის ქალაქიც იცვლება და დნობას იწყებს, დედამიწაზე კი ყინავს და თოვს.
როდესაც, რომელიმე ბავშვი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის დედამიწაზე, ჯადოსნურ ქვეყანაში თუ სხვა რომელიმე ვარსკვლავზე ანუ ანიტას კაბის სამკაულზე, ტირის ან მოწყენილია, ანიტაც ტირის და იწყენს, უფროსების “ზეცაც” იღრუბლება და წვიმას აპირებს, როცა ბავშვები ბედნიერები არიან, ანიტაც ისეთი ბედნიერია, მის ქათქათა კაბაზე ისე კაშკაშებს დიდი ოქროსფერი ბურთი, რომ დედამიწელები მასზე ირუჯებიან კიდეც.
Aანიტას ყველა ბავშვი უყვარს ცუდიც და კარგიც (თუმცა მას რომ ჰკითხო ცუდი ბავშვი არ არსებობს), ფერიების მთავარი ფერია ყოველ წელს დედამიწელ ბავშვებს დიდ სიურპრიზს უკეთებს: ისინი ვინც ყველაზე კარგად იქცევიან, ყველაზე კეთილები არიან, ყველაზე ჭკვიანები და ყველაზე დამჯერები, ანიტა თავისთან ეპატიჟება და დიდ არდადაგებს უწყობს ჯადოსნურ ქვეყანაში.
როგორ ხედავს ანიტა ვინ არის ყველაზე კარგი ბავშვი? როგორ დაMმის უზარმაზარ ოქროს სასახლეში, ერთი ოთახია, რომელიც სულ სარკეებისაა, რა თქმა უნდა ჯადოსნური სარკეების (ჯადოსნურ ქვეყანაში, ხომ ერთი კენჭიც არ არსებობს ჯადოსნური ძალის გარეშე) და სწორედ ამ სარკეებში აკვირდება ანიტა სამყაროს ყველა ბავშვს.
* * *
Aაი, გოგონებმა როგორც იქნა, ძლივსძლიობით გახსნეს ძველი ჩემოდნის ჩაჟანგული საკეტი, სადაც უამრავ ძველმანს შორის კაშკაშა ცისფრად მოჩანდა, რაღაც ძალიან მაქმანებიანი და ძალიან გამჭვირვალე... ინგი და ანგა მოულოდნელობისგან გააშრნენ..
გონს რომ მოვიდნენ, ჩაძვრნენ ჩემოდანში და ამოიღეს ეს მბრწყინავი საოცრება, რომელიც ორი, ზუსტად მათი ზომა, ულამაზესი ფერიას კაბა აღმოჩნდა.
კაბები საგულდაგულოდ (რომელი ბავშვი იტყოდა ასეთი კაბის დათვალიერებაზე უარს?), რომ დაათვალიერეს, ნაკერი და განაკერი ადგილი ვერ აღმოაჩინეს, ისინი ხომ ფერიების მიერ შექმნილი და ცისარტყელას ძაფით იყო შეკერილი. ინგის კაბა სულ მთლიანად ლურჯი იყო, აი, ზუსტად ის ფერი ანიტა რომ ბედნიერია და მისი კაბა “ზეცა” ლურჯად ლივლივებს ხოლმე. Uუამრავი ჯადოსნური მაქმანი ამშვენებდა.. იცით როგორი? ფერიების ფრთები ხომ გინახავთ მულტფილმებში? საოცრად გამჭვირვალე, ძალიან ოქროსფერი და სიბრჭყვიალე რომ გადაკრავს. ზუსტად ასეთი, მაქმანებით და ბაფთებით იყო ინგის კაბა გაფორმებული. Aანგას კაბა კი იცით რა ფერი იყო? მოვარდისფრო, მოიასამნისფრო, მოცეცხლისფრო, მთელ კაბას ვერცხლის პატარა ნაწილაკები ეყარა, რომლებიც ისე ბრწყინავდა, ისე ბრწყინავდა, რომ თვალს მოგჭრიდა. Gგოგონებმა სიხარულისგან და ბედნიერებისაგნ დაბნეულებმა, ძლივს მოახერხეს კაბების ჩაცმა, (ბავშვების სიხარულის ამ წუთებში, ანიტას კაბა და უფროსების “ზეცა”, ისეთი გაკაშკაშებული იყო, რომ ცეცხლოვან ბურთს, ანიტას სამკაულს და უფროსების “მზეს” თვალს ვერ გაუსწორებდი) და სწორედ იმ დროს, როდესაც, გოგონებმა უკვე ჩაიცვეს ფერიების კაბები და ბოლო მარგალიტის ღილი (რომლესაც ბრილიანტის ყვავილები ამშვენებდა) შეიკრეს, ფანჯრაში რაღაც უცნაური ხმა გაისმა, თითქოს მანქანის საყვირის, თითქოს ფლეიტის, თითქოს შრიალის. ინგი ეცა ფანჯარას და ფარდა გადასწია, რომელსაც ისე დაეჭიდა ჩამოუწყდა კიდეც, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, გარეთ ისეთი რამ დაინახა.(სხვა დროს აუცილებლად აძვრებოდა ფანჯრის რაფაზე და ჩამოაბამდა, რომ არ დაეტუქსათ)ანგა კი გაოცებისგან უზარმაზარ წამწამებს აფახულებდა. გოგონების ფანჯრის გარეთ უზარმაზარი, არც მეტი და არც ნაკლები, წითელი ხალიჩა დაფრინავდა, რა თქმა უნდა მფრინავი, და რა თქმა უნდა ჯადოსნური ქვეყნიდან.
ხალიჩაზე პატარა კაცუნაც იჯდა რომელმაც ხალიჩა ბავშვბთან ახლოს მისწია და რაღაც ჯადოსნური ძალით შიგნიდან ჩარაზული დარაბებიც გააღო.
ძალიან სასაცილოდ ეცვა ამ კაცუნას: ალისფერი ხავერდის შარვალი, რომელიც წვივებზე შემოჰკვროდა და თეთრ რუშებიან წინდებში ჩაეტანა, ფეხებზე კი სასაცილო ბაფთიანი ფეხსაცმელები მოერგო, უზარმაზარი, ლითონის სამაგრებით. ქათქათა თეთრი პერანგს კი უშველებელი რუშებიანი საყელო და ოქროსფერი ღილები უმშვენებდა. პერანგის ზემოდანაც ალისფერი ხავერდის ჟილეტი მოხდენილად ეცვა. ჟილეტს ოქროს ჯაჭვი სდევდა, რომელიც მარჯვენა ჯიბესთან იკარგებოდა, მის ბოლოზე კი დიდი ოქროსფერი საათი ეკიდა, ეს საათი ისე წიკწიკებდა, რომ გოგონებს მშვენივრად ესმოდათ. კაცუნამ მაღალი და მრგვალი ქუდი მოიხადა, თავი დაუკრა და სანდომიანი ღიმილით ხალიჩაზე მიიპატიჟა. გაოგნებული გოგონები გონს რომ მოვიდნენ, უკვე ხალიჩაზე ისხდნენ და ანიტას კაბის ოქროსფერ ბურთს უახლოვდებოდნენ. Pპატარა კაცუნა კი პეტრუზა აღმოჩნდა, ანიტას ერთგული მსახური, მფრინავი ხალიჩის მძღოლი და ბავშვების დედამიწიდან ჯადოსნურ სამყაროში გადამყვანი.
ინგი და ანგა ასეთი აღტაცებულები არასოდეს არ ყოფილან, ასეთი მხიარულები და ასეთი ბედნიერები, აბა რა იქნებოდა მათ ხომ ოცნებებიც აუხდათ და ჯადოსნურ ქვეყანაში მოგზაურობაც ელოდათ წინ.
ანიტა ორივეს ყველაზე სანუკვარი ნატვრის ასრულებასაც შეჰპირდა, ინგიმ მის კაბაზე ანუ უფროსების “ზეცაზე”, ცეცხლოვანი ბურთის დაკერება ინატრა.
მართლაც, ინგიმ ცისარტყელას ძაფით და ვარსკლავის ქიმის ნემსით ისე გულდასმით მიაკერა ანიტას კაბას უფროსების “მზე”, რომ იმ დღეს დედამიწაზე ძალიან დაცხა, ხოლო უფროსები გაოცებით იჩეჩავდნენ მხრებს, ვერ გაეგოთ რატომ ქონდა მზეს ბავშვის სახე და მოწითალო ლოყები, ინგიმ კი დიდი მონდომებისგან თითში ვარსკლავის ქიმით ისე იჩხვლიტა, რომ მთელი ფრჩხილი ვარსკვლავისფერი გაუხდა. A
ანგამ ანიტას შამპუნით (ანუ მზის ნაბანი წყლით და ცისარტყელას წვეთებით) თავის დაბანვა მოინდომა. რის შემდეგაც ანგას თმები ოქროზე ოქროსფერი და მზეზე თვალისმომჭრელი გახდა.
Mნატვრების შესრულების შემდეგ კი, ინგიმ თავის ვარსკვლავისფერი ფრჩხილით და ანგამ ოქროსფერი თმებით, დაიწყეს დაუვიწყარი და საოცნებო მოგზაურობა ანიტას სამფლობელოში ანუ ჯადოსნურ ქვეყანაში..
Pპირველად რა თქმა უნდა ნაყინის ქალაქს ეწვივნენ..
* * *
Nნელი ფშვინვა გაისმა. ალბათ პატარას ჩაეძინა..
_ თეკლა, თეკლა დაიძინე? Aარ გავაგრძელო მოყოლა ჯადოსნურ ქვეყანაზე?
_ იყოს დე, ძაან მეძინება, სიზმარშიც ხომ უნდა დამესიზმროს ფერია ანიტა და შოკოლადების ქალაქი..
_ კაი თეკუნა, დაიძინე, ძილინებისა..
ქალმა კარგად ამოუჭუჭკნა ბავშვს საბანი, თმა გაუსწორა, წითლად ატკრეცილ ლოყაზე ეამბორა და რატომღაც ფრჩხილებზე დაიხედა, სადაც ცისფერი ლაქი ესვა, თუმცა თითქმის ყველა ფრჩხილზე აქერცვლოდა, მარტო ერთ თითზე შორეულ ვარსკვლავივით ბრჭყვინავდა..
კარების ღრიჭოსთან, თეკლას დეიდა იდგა, ოქროსფერი თმა წელამდე სწვდებოდა და თბილად იღიმებოდა..
გაგრძელება იქნება.
ინა იმედაშვილი